გვერდი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს დაცვა, ბალანსი, ცვლილება, სიმშვიდე და სიცხადე.
სამი მთავარი მიმართულება — დააჭირე ბარათს და გადახვალ შესაბამის გვერდზე.
აირჩიე სასურველი სერვისი — და გადადი მის გვერდზე, სადაც ჯავშანი და დეტალები გელოდება.
ჩემი ეზოთერიკული გზა დაიწყო მარიამ ციმინტიას მისტიკ სკოლაში, სადაც პირველად მომეცა შესაძლებლობა, სისტემურად მიმეღო ის ცოდნა, რომლის მიმართ ინტერესიც დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. სწორედ ამ სკოლამ ჩაუყარა საფუძველი ჩემს შემდგომ განვითარებას და განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ ამ პერიოდს, რომელმაც ჩემი ცხოვრების მიმართულება მნიშვნელოვნად შეცვალა.
მას შემდეგ ეზოთერიკა ჩემთვის მხოლოდ ინტერესის სფერო აღარ არის — ის გახდა მუდმივი კვლევის, პირადი გამოცდილებისა და უწყვეტი განვითარების გზა. წლების განმავლობაში ვსწავლობ სხვადასხვა ეზოთერიკულ სისტემებს, ენერგეტიკას, ტაროს, სიმბოლიზმს, არქეტიპებს, მინერალების თვისებებს, სხვადასხვა კულტურის მისტიკურ ტრადიციებსა და ვიღებ იმ ცოდნას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ცივილიზაციაში იქმნებოდა და გადაეცემოდა.
არ ვზღუდავ საკუთარ თავს ერთი მიმართულებით, რადგან მჯერა, რომ ყოველი ტრადიცია სამყაროს განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს. სწორედ ამიტომ მუდმივად ვაგრძელებ სწავლას, სხვადასხვა წყაროების კვლევას, ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებასა და საკუთარი გამოცდილების გაღრმავებას. ჩემთვის ეზოთერიკა არ არის სტატიკური ცოდნა — ეს არის გზა, რომელიც არასოდეს სრულდება.
ჩემი საქმიანობა ეფუძნება პასუხისმგებლობას, პროფესიულ ეთიკასა და ინდივიდუალურ მიდგომას. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პრაქტიკა უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პირად გამოცდილებას, დაკვირვებასა და მუდმივ განვითარებას. სწორედ ამიტომ თითოეულ ადამიანს მისი უნიკალური ისტორიის, მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით ვუდგები.
ეზოთერიკა არ არის რწმენის ბრმად მიღება — ის არის კვლევა, გამოცდილება და საკუთარი გზის გაცნობიერებული შეცნობა.
რომელიც ჩემთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ამ სივრცის მიზანი კი ისაა,რომ შევქმნა გარემო,სადაც ადამიანი მიიღებს არა მხოლოდ მომსახურებას და კითხვაზე პასუხებს,არამედ გააზრებას,მხარდაჭერასა და საკუთარ ენერგიასთან ღრმა კავშირის შესაძლებლობას.
თითოეული პრაქტიკა გადის ინდივიდუალურ მომზადებას. შესაძლებელია ერთჯერადი სესია ან გრძელვადიანი თანამშრომლობა.
თითოეული სამკაული და პროგრამული სანთელი უნიკალური ნამუშევარია. ინდივიდუალურად მზადდება კონკრეტული ადამიანის მიზნებსა და ენერგეტიკულ საჭიროებებზე მორგებით. დასრულების შემდეგ თითოეული ნამუშევარი სპეციალური ენერგეტიკული პრაქტიკით იმუხტება მისი მომავალი მფლობელის სახელზე, გვარსა და განზრახვაზე. შედეგად, თქვენ იღებთ არა მხოლოდ ხელნაკეთ სამკაულს ან პროგრამულ სანთელს, არამედ პირადად თქვენთვის შექმნილ ენერგეტიკულ თილისმას.
ჩემი დაკვირვებები, რიტუალები მთვარის ფაზებზე, ტაროს კარტების ინტერპრეტაცია — ყოველი ჩანაწერი თქვენი პრაქტიკის გასაღრმავებლად.