← უკან მთვარის კალენდარზე
რიტუალების წიგნი

ყველა რიტუალი

მესაიას მიერ ჩაწერილი სავსე მთვარის რიტუალები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

მაისის სავსე მთვარე — მორიელიში

მორიელი

31 მაისი 2026

ვსვლფსდვ

ივნისის სავსე მთვარე — მშვილდოსანიში

მშვილდოსანი

30 ივნისი 2026

რიტუალი სრულდება 29 ივნისს ღამით 31 ივნისამდე. პრაქტიკა მოიცავს დასრულებას, ძალის დაბრუნებას და განთავისუფლებას.
დაგჭირდებათ:
* თეთრი სანთელი
* შავი სანთელი
* მინის თასი წყლით
* მარილი
* დაფნის 3 ფოთოლი
* პატარა სარკე(ჩაუხედავი,გამოუყენებელი)
* სელენიტის ქვა
* მთვარის ქვა (Moonstone)
* ლაბრადორიტი (სურვილისამებრ)
* თეთრი ქაღალდი
* შავი მელანი(მარკერი)
(ქვები უმჯობესია იყოს მაგრამ თუ არ გაქვთ არ არის პრობლემა, ასევე შეიძლება სამკაულის გამოყენება ჩამოთვლილი ქვებით)

1 ეტაპი — სივრცის გახსნა
აანთეთ ორივე სანთელი.
წყალში ჩაყარეთ ერთი მწიკვი მარილი.(მარილი უმჯობესია იყოს მსხვილი)
სამჯერ ჩაისუნთქე ღრმად.
თქვით:
“მე (სახელი გვარი) ვხსნი ამ სივრცეს სიბრძნისთვის, სიმართლისთვის და იმ ენერგიისთვის, რომელიც ჩემს უმაღლეს გზას ემსახურება.”

II ეტაპი — სარკის პრაქტიკა
სარკე დადეთ თქვენს წინ.
3-5 წუთი უბრალოდ უყურეთ საკუთარ თვალებს.
არ შეაბრუნოთ თავი.
უბრალოდ დააკვირდით
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
* რას ვერ ვაღიარებ საკუთარ თავთან?
* რისგან გავრბივარ?
* რა ენერგიას ვატარებ, რომელიც აღარ მეკუთვნის?

III ეტაპი — წყლის პროგრამირება
ორივე ხელი მოათავსეთ წყლის თასზე.
წარმოიდგინეთ, რომ მთვარის შუქი წყალში გროვდება.
თქვით:
“რაც აღარ შეესაბამება ჩემს გზას, დღეს სრულდება.
რაც ჩემი ძალაა — ჩემთან ბრუნდება და რჩება.
ჩემი სული ირჩევს თავისუფლებას.”

IV ეტაპი — ჩრდილის წერილი
ქაღალდზე დაწერეთ ყველაფერი:
* შიშები
* წყენა
* კონტროლი
* დამოკიდებულებები
* ეჭვები
* ადამიანები, რომელთა ენერგიასაც გრძნობთ ,რომ ატარებთ და გთრგუნავთ ( სხვისი სახელი და გვარი არ დაიტანოთ წერილზე.)
დაწერეთ იმდენი მანამ სანამ არ იგრძნობთ,რომ დასრულდა.

ქაღალდი დაწვით შავი სანთლის ალზე (უსაფრთხო, ცეცხლგამძლე ჭურჭლის გამოყენებით).
როდესაც იწვის, თქვი:
“გათავისუფლებ.
ვასრულებ.
აღარ ვკვებავ ამ ენერგიას.”

VI ეტაპი — ძალის დაბრუნება
აიღეთ სარკე.

უყურეთ საკუთარ თვალებს.
თქვით:
“ვიბრუნებ ჩემს ენერგიას.
ვიბრუნებ ჩემს ხმას.
ვიბრუნებ ჩემს ძალას.
ვიბრუნებ ჩემს არჩევანს.
ვიბრუნებ ჩემს გზას.”
გაიმეორეთ 9-ჯერ.
VII ეტაპი — რიტუალის დახურვა
დაფნის სამი ფოთოლი დადეთ სანთლების წინ.
თქვით:
“დასრულებული დასრულებულად რჩება.
ჩემი გზა ნათელია.
ჩემი ენერგია მთლიანია.
ეს ასეა და ასე იქნება.”
ჯერ ჩააქრეთ შავი სანთელი.
შემდეგ თეთრი.

დაელოდეთ სანთლების ბოლომდე ჩაწვას და შემდგომ ჩააწყვეთ ეს ყოველივე შავ პარკში , და დატოვეთ უმჯობესია გზაჯვარედინთან ( ნაგვის ურნაში ) ასევე თან იქონიეთ 1 პაჭკა სიგარეტი ან პატარა ალკოჰოლი,რომელსაც დატოვებთ ასევე ნაგვის ურნასთან . წამოსვლის შემდეგ უკან არ მიიხედოთ ⭐️

სავსე მთვარის რიტუალი

თევზები

29 ივლისი 2026

პრაქტიკა „ძველი ფორმის გარღვევა“

მიზანია გათავისუფლდე იმ “ჩარჩოებისგან”რომელმაც თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, და მკაფიოდ განსაზღვრო, რას აშენებ მის ნაცვლად.

დაგჭირდებათ თეთრი ან ვერცხლისფერი სანთელი და მუქი ლურჯი სანთელი . ცენტრში დადე წყლით სავსე გამჭვირვალე ჭურჭელი(უმჯობესია გამოუყენებელი)და მარცხნივ თეთრი მარჯვნივ კი ლურჯი სანთელი; გვერდებზე ლაბრადორიტი, ამეთვისტო ან გამჭვირვალე კვარცი, თუ გაქვს.
ასევე დაგჭირდება ორი პატარა ფურცელიც.
პირველ ფურცელზე დაწერე მხოლოდ ის, რასაც რეალურად ასრულებ. არა ზოგადი „ნეგატივის გაშვება“, არამედ კონკრეტული ფორმულირება მაგალითად: „მე (სახელი გვარი დაბადების თარიღი) ვასრულებ კავშირს იმ წესებთან, მოლოდინებთან და ძველ იდენტობასთან, რომლებიც ჩემს მომავალს წარსულის ფორმაში აკავებს.“

ქვემოთ ჩამოწერე 3 რამ: რას აღარ ემორჩილები; რას აღარ იმეორებ; რის უფლებას აღარ აძლევ შენს მომავალზე გავლენის მოხდენის უფლებას.

აანთე ლურჯი სანთელი და თითოეული ხმამაღლა წაიკითხე 1 ხელ 3 ჯერ ან 9 ჯერ შემდეგ ფურცელი დახიე რამდენიმე ნაწილად. თუ დაწვა გირჩევნია, მხოლოდ ცეცხლგამძლე ჭურჭელში დაწვი.
შემდეგ წყალში თითები ჩაყავი და თქვი:„რაც დასრულდა, ძალაუფლებას კარგავს.
რაც ვისწავლე, ჩემთან რჩება.
დანარჩენს კი ვანთავისუფლებ.“
ამის შემდეგ იწყება მეორე ნაწილი — აქ მხოლოდ გათავისუფლება აღარ გვაქვს.
მეორე ფურცელზე დაწერე სათაური:
„თავისუფლება, რომელსაც ფორმას ვაძლევ.“(თქვენი სახელი გვარი და დაბადების სრული თარიღი)
და ჩამოწერე ერთი კონკრეტული ცვლილება, რომელსაც მომდევნო სავსე მთვარის ციკლამდე რეალურად განახორციელებ. მაგალითად, ახალი პროექტის დაწყება, საკუთარი საქმიანობის ახალი მიმართულება, ჩვევის შეცვლა, საზოგადოებაში უფრო ხილული პოზიციის დაკავება — რაც შენთვის აქტუალურია.
მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ქმედება და არა სურვილი.
ფურცელი დადე თეთრი სანთლის წინ და თქვი:„მე არ ვითხოვ მომავალს — მე ვირჩევ მის მიმართულებას.ვტოვებ იმას, რაც დასრულდა.და ვანთავისუფლებ ადგილს იმისთვის რაც იქნება. (წარმოიდგინეთ ის რაც გინდათ რომ მოიზიდოთ თქვენს ცხოვრებაში)
ფურცელი არ დაწვა. შეინახე შემდეგ სავსე მთვარემდე და ამ პერიოდში შეასრულე მასზე დაწერილი მოქმედება.

რიტუალის ბოლოს წყალი შეგიძლია მიწას დაუბრუნო. პირველი ფურცლის ნარჩენები დაწვის შემთხვევაში შეგიძლიათ ქარს ან წყალს გაატანოთ ; მეორე კი რჩება როგორც შენი გადაწყვეტილების ფიზიკური ჩანაწერი და ნების სიძლიერე.