ენერგეტიკული წმენდა
ენერგეტიკული წმენდა წარმოადგენს ადამიანის ენერგეტიკული ველის ღრმა გაწმენდისა და აღდგენის პროცესს, რომელიც მიმართულია დაგროვილი ნეგატივის, მძიმე ემოციების, ენერგეტიკული ბლოკებისა და სხვადასხვა ნეგატიური ზემოქმედების მოხსნისკენ.
პრაქტიკა ტარდება ცვილისა და თქვენი ფოტოსურათის გამოყენებით, რაც საშუალებას მაძლევს ინდივიდუალურად და ფოკუსირებულად ვიმუშაო თქვენს ენერგეტიკულ ველთან.
ხშირად, როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის ემოციურ გადაღლას, მუდმივ დაძაბულობას, უიღბლობის განმეორებად ციკლებს, მოულოდნელ კონფლიქტებს, ენერგიის დაცლას, შფოთვას ან შინაგან სიმძიმეს — ეს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დონეზე არ აისახება. ჩვენი შინაგანი და ენერგეტიკული მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რას ვიზიდავთ ჩვენს რეალობაში, როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები, საქმეები, ფინანსური მდგომარეობა და ზოგადად ცხოვრების დინება.
მუშაობის პროცესში ყურადღება ექცევა შენს ენერგეტიკულ მდგომარეობას, ემოციურ ფონსა და იმ სფეროებს, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა დისბალანსი ან გაჩერებული ენერგია.
ენერგეტიკული წმენდა ბევრისთვის ხდება გარდამტეხი ეტაპი, როდესაც ადამიანი იწყებს სიმსუბუქის, სიცხადისა და შინაგანი ძალის დაბრუნების შეგრძნებას, რაც დროთა განმავლობაში აისახება როგორც მის მდგომარეობაზე, ასევე ყოველდღიურ რეალობასა და გარემოებებზე.