ინდივიდუალური კონსულტაცია
ზოგჯერ ცხოვრებაში ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხის პოვნა მხოლოდ ლოგიკური ანალიზით შეუძლებელია. განმეორებადი მოვლენები, შინაგანი დაბნეულობა, ურთიერთობების სირთულეები, ენერგიის ნაკლებობა ან მუდმივი განცდა, რომ რაღაც გაკავებთ — ხშირად ეს ყოველივე უფრო ღრმა მიზეზებთან არის დაკავშირებული.
ინდივიდუალური კონსულტაცია წარმოადგენს სივრცეს, სადაც თქვენი მდგომარეობა განიხილება სრულად და ინდივიდუალურად. თითოეული შეხვედრა მორგებულია კონკრეტულად თქვენს თემაზე, გამოცდილებასა და იმ ცხოვრებისეულ ეტაპზე, რომელშიც ამჟამად იმყოფებით.
კონსულტაციის პროცესში ერთად გავაანალიზებთ არსებულ სიტუაციას, გამოვავლენთ იმ ფაქტორებს, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ნეგატიურად თქვენს გზაზე, და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოვლენების უფრო ნათლად დანახვასა და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
კონსულტაცია დაგეხმარებათ:
- უკეთ გაიაზროთ მიმდინარე ცხოვრებისეული პროცესები;
- დაინახოთ განმეორებადი სცენარები და მათი შესაძლო მიზეზები;
- მიიღოთ უფრო მკაფიო ხედვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას;
- გააცნობიეროთ თქვენი ძლიერი მხარეები და განვითარების მიმართულებები;
- უკეთ გაიგოთ საკუთარი თავის, თქვენი შინაგანი რესურსების და პოტენციალის.
თითოეული კონსულტაცია ტარდება სრული კონფიდენციალურობის დაცვით და მორგებულია მხოლოდ თქვენზე.
ზოგჯერ ცხოვრების შესაცვლელად საჭიროა არა მეტი პასუხი, არამედ სწორი კითხვა. სწორედ ამ პროცესში გახლავართ თქვენი მეგზური.
კონსულტაციის ტიპები
3 კითხვა 1 თემაზე
- მინი კონსულტაცია
მინი-სესია იმ მომენტისთვის, როდესაც ერთი კონკრეტული თემა გაწუხებს. ერთად ვაყალიბებთ კითხვებს თემის შესაბამისად.
დაჯავშნა → ან Instagram-ზე →5 კითხვა
- კონსულტაცია
5 ზოგადი კითხვა, სხვადასხვა თემებზე.
დაჯავშნა → ან Instagram-ზე →პირადი ურთიერთობის ანალიზი
- 7 კითხვა
- გზამკვლევი
ღრმა ანალიზი ურთიერთობის ირგვლივ, რომელიც ასახავს არსებულ მდგომარეობას და მისი სამომავლოდ განვითარების პოტენციალს.
დაჯავშნა → ან Instagram-ზე →მატერიალური კეთილდღეობა — ფინანსები
- 8 კითხვა
- ფინანსური ანალიზი
- რესურსები
- პრაქტიკული გზამკვლევი
ფინანსების, კარიერისა და მატერიალური დინების ანალიზი. ვპოულობთ ბლოკებს, რომელიც ენერგიულად აჩერებენ რესურსს, და ვირჩევთ პრაქტიკულ ნაბიჯებს კონკრეტული საქმის წამოწყებასთან ან არსებულის განვითარებასთან დაკავშირებით.
დაჯავშნა → ან Instagram-ზე →სრული სესია — ულიმიტო კითხვები
- ნებისმიერი თემა
- ღრმა ხედვა
- 2 საათიანი სესია
ღია სივრცე. ვისაუბრებთ ნებისმიერ თემაზე, რამდენი კითხვაც გჭირდებათ. დრო შენთვის — შენი ცხოვრების მთლიანი ანალიზი, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა თემასთან დეტალურ შეხებას.
დაჯავშნა → ან Instagram-ზე →